გვაზავაისძენი

გვაზავაისძენი, XI ს. ოქრომჭედლები. ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ზემო სვანეთში. ასანის ნამუშევრები – წმ. გიორგის ორი ხატი (მოოქრული ვერცხლი) ინახება ზემო სვანეთში, სოფ. ნაკიფარის ეკლესიაში. მათში მკაფიოდ ჩანს XI ს. დასაწყ. ქართ. ჭედური ხელოვნ. ძირითადი ტენდენცია: პლასტ.-მოცულობითი ამოცანების წინ წამოწევა. თევდორემ მოჭედა იელის მაცხოვრის ეკლესიისათვის მაცხოვრის ვერცხლის ხატი, რ-იც ამჟამად დაცულია მესტიის მუზეუმში. გიორგის ნახელავია სოფ. ლანჩვანის ეკლესიისათვის დამზადებული მაცხოვრის ვერცხლის ხატი. გ-თა მიერ შესრულებული ხატები XI ს. I ნახ. ქართ. ოქრომჭედლობის მნიშვნელოვანი ძეგლებია. მათი პლასტ. და დეკორ. ღირსებები მოწმობს ავტორთა მაღალნიჭიერებასა და გემოვნებას. ყველა ზემოთ ნახსენები ხატი ხელმოწერილია ოსტატების მიერ.

ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; Чубинашвили Г. Н., Грузинское чеканное искусство, Тб., 1959.

თ. საყვარელიძე