გვალდის ქედი

გვალდის ქედი, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. განშტოება. იწყება მწვ. სვეტღართან, მიემართება ჯერ სამხრ.-დას-ით, მერე გრძელდება სამხრ-ით, შემდეგ – სამხრ.-აღმ-ით. მთავრდება მდ-ების მულხრისა და მესტიაჭალის შესართავთან. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, სამხრ. ნაწილი – თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქედის უმაღლესი მწვ. სვეტღარი (4118 მ). სხვა მწვერვალებიდან აღსანიშნავია ბანგურიანი, თოთი, ასმაში. დამახასიათებელია გლაციალური რელიეფი და თანამედროვე მყინვარები. გ. ქ. უტყეოა, განვითარებულია სუბალპ., ალპ. და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.

დ. უკლება