გვანდრა

გვანდრა, მთა აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ-ების გვანდრის (კოდორის ერთ-ერთი სათავე) და უჩკულანის (ყუბანის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფი. სიმაღლე 3985 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ალპ., სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.