გვანცა

გვანცა (გ. დაახლ. 1262), რაჭის ერისთავის – კახაბერის ასული, საქართველოს დედოფალი. იყო ავაგ ათაბაგის, მისი გარდაცვალების შემდეგ (1250) – დავით VII ულუს მეუღლე. მონღოლთა წინააღმდეგ დავით ულუს აჯანყების გამო გ. და მისი მცირეწლოვანი შვილი დემეტრე (შემდეგში დემეტრე II თავდადებული) მონღოლებმა შეიპყრეს. ჰულაგუ-ყაენმა დედოფალი სიკვდილით დასაჯა.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).

ქ. ნადირაძე