გვარამაძე ივანე პავლეს ძე

გვარამაძე ივანე პავლეს ძე [17 (29). X. 1831, ვალე, – 24. V (6. VI). 1912, ახალციხე], მწერალი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, საზ. მოღვაწე.

სწავლობდა კონსტანტინოპოლის სას. სასწავლებელში. ფლობდა ლათ., ფრანგ., სომხ. და თურქ. ენებს. XIX ს. 70-იანი წლებიდან ქართ. პრესაში („დროება“, „ჯეჯილი“, „ივერია“, „აკაკის კრებული“, „კვალი“) აქვეყნებდა ისტ. ნარკვევებს, ფელეტონებს, ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. დიდი ამაგი დასდო ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლებული მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის განათლებისა და ეროვნ. გათვითცნობიერების საქმეს. გ. იკვლევდა ქართ. ფოლკლორის ძეგლებს, მითოლოგიის პრობლემებს; ისტ. ხასიათის წერილებში იყენებდა ხალხ. თხზულებებს, ტოპონიმიკურ მასალებს; აქვს წერილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეკრება-შესწავლის მნიშვნელობაზე („ხმა ხიზაბავრიდან“, «დროება», 1882). მესხეთ-ჯავახეთში შეკრებილი ფოლკლორული ნიმუშები გამოაქვეყნა კრებულებში „ძველი საქართველო“ (ტ. II, 1913; III, 1913–14); ზოგიერთი მისი ჩანაწერი შეტანილია ი. გოგებაშვილის „დედაენაში“. ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და თბილ. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტში დაცულია გ-ის მიერ შეკრებილი არქეოლ.-ეთნოგრ. და ფოლკლორული მასალა. მის გამოუქვეყნებელ თხზულებებთაგან აღსანიშნავია ლექსიკოლოგიური ნაშრომი „ქართული ენის საუნჯე“. წერდა „ვინმე მესხის“ ფსევდონიმით.

თხზ.: ქართლის ცხოვრება..., ნაწ. 1 – ძველი მოთხრობა, ტფ., 1882; ხალხური ლექსები, კრ.: ძველი საქართველო, ტ. 3, ტფ., 1913–14.

ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 3, თბ., 1968; ქართული ფოლკლორი. მასალები და გამოკვლევები. ტ. 4 – ქართული ფოლკლორის ლექსიკონი, [ნაწ.] 1, თბ., 1974; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1975; ევროპული კვლევები, თბ., 2013; მიჩიტაშვილი მ., ივანე გვარამაძის საისტორიო და საზოგადოებრივი შეხედულებანი, თბ., 1995; სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 3, თბ., 1968; ქართული ფოლკლორი, მასალები და გამოკვლევები, ტ. 4, ქართული ფოლკლორის ლექსიკონი, [ნაწ.] 1, თბ., 1974; ყრუაშვილი ნ., ივანე გვარამაძის როლი მესხურ განმანათლებლობაში, თბ., 2008; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, წგ. 1, თბ., 1975; ჯვარიძე გრ., ივანე გვარამაძის პირადი არქივის აღწერილობა, ახალციხე, 2011.

ფ. ზანდუკელი

ი. მაისურაძე