გვაბანაკი

გვაბანაკი, ქეჩის მოკლე, უსახელო მოსასხამი, რ-საც ყაბალახის მსგავსი თავსაბურავი აქვს წაკერებული.

შეიძლება იყოს სახელოებიანიც, ზოგჯერ უთავსაბურავო. გ-ს მთაში ავდრის დროს ხმარობდნენ მეგრელი მწყემსები. გ. სხვადასხვა ვარიანტით საქართველოს გარდა დამოწმებულია კავკ. სხვა ხალხებშიც.

ლიტ.: ჩაჩაშვილი გ., ქართული გლეხი მამაკაცის კოსტიუმი XIX საუკუნისა, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1957, ტ. 19 A და 21 B.

ც. ბეზარაშვილი