გვარამაძე ნიკოლოზ ლევანის ძე

გვარამაძე ნიკოლოზ ლევანის ძე [22. IX (4. X). 1892, ვლადიკავკაზი, ჩრდ. ოსეთი, – 26. XI. 1959, თბილისი], რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერი. პროფესორი (1930), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1941). დაამთავრა პეტერბ. მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტი (1916). 4 წელი იმუშავა რიგა–ორიოლის რკინიგზის მშენებლობაზე. 1920 ჩამოვიდა საქართველოში. მუშაობდა საქართვ. გზებისა და ნავსადგურების სამმართველოს უფროსად (1921), საქართვ. რკინიგზების აღდგენა-რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ერთ-ერთ ხელმძღვანელად. ამავე დროს 1922-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ პოლიტექ. ფაკ-ტზე, თბილ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინრების ინ-ტში. 1943-იდან იყო მიმოსვლის გზათა II რანგის გენერალი დირექტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.