გვასალია მოსე ბესარიონის ძე

გვასალია მოსე ბესარიონის ძე [21. I. 1910, ხორში (ან ზანა), ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 17. V. 1986, სოხუმი], მწერალი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1931). პირველი მოთხრობები გამოაქვეყნა 1929–30, მოთხრობების პირველი კრებ. „ჩამქრალი კერა“ – 1931. მისი მნიშვნელოვანი რომანებია „სურამი“ (1935, გადამუშავებული ვარიანტი – 1959) და „ობლის კვერი“ (1970). გ. ავტორია აგრეთვე რომანებისა: „ქალიშვილის დღიურიდან“ (1964), „არამხუტუ“ (1980); მოთხრობების კრებულებისა: „არჩევნების ბილიკებზე“ (1957), „ენგურის ჭალებში“ (1960), „ძმები“ (1964), „მოთხრობები“ (1966), „თარჩია“ (1967), „მამის სახლი“ (1975), „ტყაჩუ“ (1983), „ფონი“ (1985); ნარკვევებისა: „ნარკვევები“ (1974) და „ენგურზე“ (1976).

თხზ.: ქარვის მძივი, სოხ., 1987.

ლიტ.: აფხაზეთის ქართული მწერლობის ისტორიიდან (ტ. 1), თბ., 2014.

რ. კვერენჩხილაძე