გვაშტიბი

გვაშტიბი, სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (ძეძილეთის სოფლის თემი), იმერეთის ჩრდ. ბორცვიან მთისწინეთში, მდ. ცხენისწყლის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 360 მ, ხონიდან 18 კმ. 68 მცხ. (2014).

გ. წყაროებში პირველად იხსენიება XVII ს-იდან. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ რუკაზე (1743) გ. და გვაშტიბის ციხე აღნიშნულია „გვასტიბეს“ სახელით. ციხე ლორთქიფანიძეთა საგვარეულოს ეკუთვნოდა, გალავანთან შეერთებული ორი კოშკისაგან შედგებოდა და ეკავა 300 მ² ფართობი. ციხის ეზოში იყო აუზი. მოგზაური გიულდენშტედტი იოჰან|ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.) გვაშტიბის ციხეს შეცდომით გვიშტიბის სახელით იხსენიებს.

თ. ბერაძე