გვახარია ნოდარ ვალერიანის ძე

გვახარია ნოდარ ვალერიანის ძე (3. II. 1932, თბილისი, – 14. IV. 1996, იქვე), წყალბურთელი. 1958 მიენიჭა სსრკ სპორტის ოსტატის, 1960 – სსრკ სპორტის დამს. ოსტატის წოდებები. საქართვ. დამს. მწვრთნელი (1963). 1962 დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. სახელმწ. ინ-ტი (ახლანდ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის აკადემია). სსრკ ნაკრები გუნდის შემადგენლობაში გახდა ევრ. თასის მფლობელი (1957, ზაგრები, იუგოსლავია) და ახალგაზრდობის და სტუდენტთა ფესტივალის (1953, ბუქარესტი, რუმინეთი) ჩემპიონი; ოლიმპიური თამაშების (1956, მელბურნი, ავსტრალია) და ევრ. პირველობის (1958, ბუდაპეშტი, უნგრეთი) ბრინჯაოს პრიზიორი; უნივერსიადის (1954, ბუდაპეშტი, უნგრეთი) ვერცხლის პრიზიორი. სსრკ პირველობის (1955, მოსკოვის „დინამო“) ჩემპიონი. 1960–62 იყო თბილ. „დინამოს“ მოთამაშე-მწვრთნელი; 1962 – 64 სსრკ ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი, 1964–67 ისევ თბილ. „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ცისფერ მოედნებზე, თბ., 1961; ბურთი წყალზე, თბ., 1966.

ლიტ.: ოლიმპიურ სარბიელზე, თბ., 1959.