გველეთის არქეოლოგიური ძეგლები

გველეთის არქეოლოგიური ძეგლები, შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, კოშკის ნანგრევები, მცირე ზომის ეკლესია დარიალის ხეობაში, სოფ. გველეთი|გველეთში, მდ. თერგის მარცხ. ნაპირას (ყაზბეგის მუნიციპ.).

1882 გათხრების დროს (ი. ხატისოვი) გამოვლინდა სამარხეული წარმოშობის გვიანდ. ანტ. და ადრინდ. შუა საუკ. ნივთები. 1962 ჩატარდა არქეოლ. დაზვერვები (ლ. წითლანაძე). სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნია შუა საუკ. კერამიკა. თერგის პირზე, სოფელში გამავალი გზის ქვეშ, დაფიქსირებულია სამარხები. გველეთის ციხის ჩრდ-ით 1 კმ-ზე 1991 გაითხარა VI–VII სს. სამაროვანი.

ლ. წითლანაძე

დ. მინდორაშვილი