გველვაჟი

გველვაჟი, ხალხური ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟი, სახედაფარული გმირი; დიდი ხნის უშვილო ცოლ-ქმრის ვაჟი. ქართულ ფოლკლორში იგი უჩვეულო გარეგნობისაა, გველის მსგავსია, ადამიანის ხორცით იკვებება, ადამიანის სახეს მას ქალიშვილის სიყვარული უბრუნებს. გ-ს გველის ტყავი უსკდება და მშვენიერ ჭაბუკად იქცევა.

მ. ჩაჩავა