გველისენისნაირნი

გველისენისნაირნი (Ophioglossales), გვიმრების რიგი. უმრავლესობა მრავალწლოვანი ფესურიანი პატარა ზომის ბალახია, ზოგი – ეპიფიტი. ფესურიდან ამოდის ერთი ან რამდენიმე ფოთოლი, რ-ებიც გაყოფილია ორად – მწვანე უნაყოფო ფოთლისებრ ფირფიტად და სპორებიან ნაწილად. მიწისქვეშა წინაზრდილი უფეროა, მიკორიზიანი. საქართველოში გ-თა 2 გვარია ცნობილი: გველისენა (Ophioglossum) და მარგალიტა (Botrychium). იზრდებიან ტყის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული ალპ. (იშვიათად) სარტყლამდე, ტენიან ნიადაგზე, მდელოებზე, მეჩხერი ტყის ბალახოვან ფერდობებზე, ერთეულ ეგზემპლარებად ან მცირერიცხოვან ჯგუფებად.

ი. მიქელაძე