გველის მარწყვი

გველის მარწყვი (Duchesnea indica), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს 30–100 სმ სიგრძის გართხმული ყლორტები, სამფოთოლაკიანი ფოთლები, მარწყვის მსგავსი ნაყოფი. გ. მ-ის სამშობლოდ ითვლება სამხრ.-აღმ. აზია. როგორც სარეველა, გავრცელებულია აგრეთვე ევროპასა და ამერიკაში. საქართველოში გზადმოყოლილია და გვხვდება კოლხეთის დაბლობსა და მთისწინეთში, ძირითადად სუბტროპ. კულტურების რ-ნებში, იშვიათად ქართლშიც. ზოგან მოშენებულია როგორც დეკორ. მცენარე.

მ. სახოკია