გვერგიშერი

გვერგიშერი, მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე, მდ-ების ნაკრისა და ნენსკრის წყალგამყოფ შდავლერის ქედზე. სიმაღლე 3299 მ. აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზური გრანიტოიდებითა და კრისტ. ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.