გვერდითი ქედი

გვერდითი ქედი, ქედი კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდ. იწყება მდ. ლაბის სათავეებიდან და პარალელურად მიუყვება მთავარ ქედს თითქმის მის აღმ. დაბოლოებამდე. გ. ქ. უფრო მაღალია, ვიდრე მთავარი ქედი. მასზე აღმართულია კავკასიონის უმაღლესი მწვერვალები იალბუზი (5642 მ), დიხთაუ (5204 მ), მყინვარწვერი (5047 მ) და სხვ. გ. ქ. არდონის ხეობით იყოფა დას. და აღმ. ნაწილებად. დას. ნაწილი აგებულია პალეოზოური და ტრიასული დანალექი ქანებით, დარიალის ხეობაში გაშიშვლებულია ზედაპროტეროზოური და პალეოზოური კრისტ. ფიქლები და გრანიტები, ხოლო აღმ. ნაწილში იურული თიხაფიქლებია. გ. ქ-ის ცენტრ. ნაწილში თანამედროვე გამყინვარებაა (მყინვარწვერისა და იალბუზის მყინვარები), თხემურ ზოლში ტიპური ალპ. რელიეფია. კალთები შემოსილია ალპ. მდელოებით.

დ. უკლება