დოლბანდი, (სპარს.–დულბანდ), 1. თეთრი, თხელი, რბილი ქსოვილი; 2. ასეთივე ქსოვილის მრგვლად დახვეული თავსაბურავი მაჰმადიანი მამაკაცებისა, ჩალმა; 3. დას. საქართველოში თეთრი მარმაშის ოთხკუთხა თავსაფარი, რ-საც გურული და იმერელი ქალები თავზე მოიხვევდნენ და წინ სამკუთხედად გაკეცავდნენ ხოლმე; 4. ქიზიყში – ქალის გრძელი ჩასაცმელი, სახელოგახსნილი და მაჯაშეხსნილი.
ლ. მოლოდინი