გვერდისუბანი

 გვერდისუბანი, სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თორის ქვაბულში, გვირგვინას ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. სოფლის თემის ცენტრი (სოფლები: გ., ვარდევანი, მაჭარწყალი, ღვთისმშობელი, წინუბანი). ზ. დ. 1520 მ, ბორჯომიდან 31 კმ. ამჟამად მუდმივი მოსახლე არ არის.

ვახუშტი ბატონიშვილი სოფელს ამ სახელით არ იცნობს, ჩანს იგი ახ. სახელია. სოფლის განაპირას, ჩრდ.-დას-ით, ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიაა (ძლიერ დაზიანებული). ძეგლი ნაგებია უხეშად გათლილი დიდი ზომის რუხი ქვებითა და კირხსნარით. ერთადერთი შესასვლელი სამხრ-იდან აქვს. მორთულობის ხასიათითა და სტილისტიკური ნიშნებით VIII–X სს-ში ექცევა.

ლიტ.: გუჯარეთი, თბ., 1987.