„გიგა და გიორგი“

„გიგა და გიორგი“, ხალხური ბალადა, ასახავს მწყემსთა ბრძოლას თავდამსხმელების წინააღმდეგ. ძმები გიგა და გიორგი შირაქში აძოვებდნენ ცხვარს. ისინი პირველნი შეებრძოლნენ მოძალადეებს და გმირულად დაიღუპნენ. ბალადა ლექსად შეთხზული მცირე ფორმის დრამატული ნაწარმოებია. ალაგ-ალაგ გამართულია ლაკონიური დიალოგებით, რაც ლექსის რიტმს აჩქარებს და მოქმედებას დინამიკურობას ანიჭებს. მასში გაცხადებულია უძველესი რწმენის გადმონაშთი საიქიო ცხოვრებაზე.

ლიტ.: სიხარულძე ქ., ქართველი სახალხო გმირები, თბ., 1952; შამანაძე ნ., ერთი ქართული ხალხური ბალადა, კრ.: ქართული ფოლკლორი, [ტ.] 1 – 2, თბ., 1964.

ნ. შამანაძე