გაგოშიძე შოთა ესტატეს ძე

გაგოშიძე შოთა ესტატეს ძე (6. XI. 1924, თბილისი, – 25.IX. 2003), ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის ისტორიკოსი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1976), პროფესორი (1982), საქართვ. დამს. ჟურანლისტი (1971). 1941–45 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1948 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1948–53 იყო გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი, 1953 – ქუთ. საოლქო გაზ. „სტალინელის“ რედაქტორი, 1953–56 – ჟურნ. „საქართველოს კომუნისტის“ განყ-ბის გამგე, 1956–57 – ჟურნ. „აგიტატორის“ რედაქტორი, 1957–64 – საქ. კპ ცკ-ის პროპაგანდისა და აგიტაციის განყ-ბის გამგის მოადგილე, 1964–66 – ამავე განყ-ბის გამგე, 1966–73 – ჟურნ. „საქართველოს კომუნისტის“ რედაქტორი. 1973-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ში, 1981-იდან იყო ჟურნალისტიკის ისტ. კათედრის გამგე. ძირითადად იკვლევდა ქართ. ლიტ-რისა და ჟურნალისტიკის ისტ., ჟურნალისტიკის თეორ. და პრაქტ. საკითხებს. იყო ქართ. ენაზე ჟურნალისტიკის პირველი სახელმძღვანელოს თანაავტორი (ტ. 1–2, 1975–78). გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნ. ნაშრომი, მ. შ. ოცამდე მონოგრაფია. ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც. დაბეჭდილი აქვს აგრეთვე სამეცნ.-ფანტასტიკური მოთხრობები. მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.

თხზ.: გაზეთის მთავარი თემები, თბ., 1971; არტემ ახნაზაროვი, თბ., 1971; შალვა დადიანის ადრინდელი ლიტერატურული და თეატრალური მოღვაწეობა, თბ., 1971; ქართული რევოლუციური პრესის სათავეებთან, თბ., 1972; თავისუფალი სიტყვის ნაპერწკლები. XIX საუკუნის ქართული ხელნაწერი პრესის ისტორიიდან, თბ., 1978; ცისფერი მნათობი. ამირანი, თბ., 1979; ლიტერატურულ-პუბლიცისტური ეტიუდები, თბ., 1989; ჟურნალისტიკა და საზოგადოება, თბ., 1985; ჟურნალისტიკის საფუძვლები, თბ., 1996; ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, თბ., 2004.