არედბა

არედბა (ა რ თ ბ ა), ფეოდალური საგვარეულო ისტორიული აფხაზეთის ჩრდ.-დას. ნაწილში, ჯიქეთში.

თავადი ა-ები მართავდნენ არედის ხალხმრავალ, მდიდარ (ართის) თემს, რ-იც მდებარეობდა მდ-ებს – მზიმთასა და ხოსტას შორის. ართის ტომის ბეგები ოსმალურ წყაროებში XVII ს-იდან იხსენიებიან. მათ ნავსადგურს თურქები „ართლარს“ უწოდებდნენ. აქედან მოდის ახლანდ. ქ. ადლერის სახელწოდება.

კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ (1864) ა-ს საგვარეულო და არედიის თემის მთელი მოსახლეობა იმდროინდელი პოლიტიკიდან გამომდინარე თურქეთში გადასახლდა.

გ. ანჩაბაძე