არსენი

არსენი, XII ს. კალიგრაფი. მისი გადაწერილია ოთხთავი (ხელნაწ. ინ-ტი, H–1707), რ-იც ნაწერია კალიგრაფიული ნუსხურით, მუქი ყავისფერი მელნით, ორ სვეტად. სვეტების კამარები და თავსამკაულები, ადამიანის სტილიზებული ფიგურებისა და მცენარეული მოტივებისაგან შედგენილი ფერადი საზედაო ასოები, დეკორატიულობის მნიშვნელობის ზრდასა და განვითარებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, სახარებას ამკობს ორი შესანიშნავი მინიატიურა (მჯდომარე ლუკა მახარებელი და იოანე, რ-იც პროხორეს უკარნახებს), რ-ებიც მაშინდელი ქართ. მხატვრობის საუკეთესო ნიმუშთა რიგს შეიძლება მიეკუთვნოს, მაგრამ მათი ავტორის ვინაობა დაუდგენელია.

ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.