ბერძნიშვილი მამისა მაქსიმეს ასული (I. VI. 1925, თბილისი,– 14.X. 2015, იქვე ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტორი (1990).
1948 დაამთავრა თსუ-ის ისტ.-ფილოს. ფაკ-ტი. 1956-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში.
მისი სადისერტაციო შრომა «„ ნიკორწმინდელის დაწერილი“ XI საუკუნისა, როგორც საისტორიო წყარო» 1979 გამოიცა ცალკე წიგნად. ბ., იკვლევდა XI–XII სს. საქართვ. სოც.-ეკონ. საკითხებს, სახელმწ. წყობას, თბილისის ისტორიას, ქართ. წყაროთმცოდნეობის თეორიულ და კონკრეტულ საკითხებს, განსაკუთრებით დიპლომატიკასა და ეპისტოლოგრაფიას, 1962 ნ. ბერძენიშვილთან ერთად გამოაქვეყნა წიგნი „დოკუმენტები თბილისის ისტორიისათვის (XVI–XIX სს.)“.
მუშაობდა ისტ. გეოგრაფიის საკითხებზე, ადგენდა საქართვ. ისტ. რუკებს, რ-ებიც გამოქვეყნებულია „საქართველოს ატლასსა“ (1964) და „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ III–IV ტომებში (1973,1979). არსებობს მათი მსხვილმასშტაბიანი ცალკე გამოცემაც (1989).
როგორც სარედაქციო კოლეგიის წევრი, მონაწილეობდა ვახუშტი ბაგრატიონის ატლასის გამოცემაში (1997). შეისწავლა ნ. ბერძენიშვილისა და ვ. დონდუას არქივები, გამოსაცემად მოამზადა მაქსიმე ბერძნიშვილის „მასალები XIX ს. პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის“ (ტ. 1, 1980; ტ. 2, 1982).
თხზ.: თბილისის გარეგანი სახე XVII ს-ში, თბ., 1965; საქართველო XI –XII სს-ში (სოციალურ-ეკონომიკური ნარკვევი), თბ., 1970; მეთერთმეტე საუკუნის ქართული საისტორიო წყაროები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის შესახებ, თბ., 1979; ძველი ქართული მეტროლოგიიდან. გაზანდარი, მაცნე, ისტ. სერია, № 2, თბ; 1976; ქართული ეპისტოლარული წყაროების კორპუსი, I, თბ., 1989; ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროები, თბ., 1988; თბილისის ტერიტორია და მოსახლეობა XVII–XVIII სს-ში, წგ.: თბილისის ისტორია, I, თბ., 1990.