ბოგვერაძე ანრი ალექსანდრეს ძე (30. VIII. 1933, ზესტაფონი,— 18. IV. 2002, თბილისი), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტორი (1990).
1956 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1959-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში. 1995-იდან იყო შუა საუკუნეების საქართვ. ისტ. განყ-ბის გამგე.
ბ. იკვლევდა საქართვ. ფეოდ. ხანის სოც.-ეკონ., პოლიტ. ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხებს. არის მონოგრაფიებისა და მრავალი სამეცნ. სტატიის, აგრეთვე „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ II ტომის ერთ-ერთი ავტორი. მონაწილეობდა აკად. ნ. ბერძენიშვილის არქივის დამუშავებასა და შრომების გამომცემი კომისიის მუშაობაში, სადაც მისი რედაქტორობით მომზადდა და გამოიცა რამდენიმე ტომი.
თხზ.: ქართლის ადრეფეოდალური საზოგადოებრივი ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1961; „ქართლის ცხოვრების“ პირველი მატიანე და მისი ავტორი კრ.: ქართული ისტორიოგრაფია, I, თბ., 1968; ქართლის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება IV–VIII საუკუნეებში, თბ., 1979, გრიგოლ ბაკურიანისძის ტიპიკონის გაგებისათვის, კრ.; ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები, თბ., 1991; იოანე რუფუსის „პეტრე იბერის ცხოვრება“ როგორც საქართველოს ისტორიის წყარო, კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, VII თბ., ბოლნისის სიონის სამშენებლო წარწერის დათარიღებისათვის (იმავე კრებულში). 1999.