ბექაია მზია ალექსანდრეს ასული (1. I. 1936, გორი, – 23. XII. 2000, თბილისი), ეთნოლოგი, სოციოლოგი, დემოგრაფი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1990).
ძირითადად მუშაობდა ქორწინებისა და ოჯახის პრობლემებზე. სიახლე შეიტანა ოჯახის არსის გააზრებაში, ფუნქციათა სტრუქტურულ სქემასა და ოჯახის ტიპოლოგიაში.
კომპლექსურად იკვლევდა განქორწინებასა და მის შედეგებს. მუშაობდა ოჯახის კრიზისის დაძლევის გზებსა და საოჯახო პოლიტიკის საკითხებზე.
თხზ.: ძველი და ახალი საქორწინო ტრადიციები აჭარაში, ბათ., 1974; ოჯახის ეთნოსოციოლოგიური კვლევის მეთოდური საკითხები, თბ., 1988; ქალაქის ოჯახი საქართველოში სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წგ.: თანამედროვე ეთნოსოციალური პროცესები საქართველოში, თბ., 1989.