ბადრიძე შოთა აბრამის ძე

ბადრიძე შოთა აბრამის ძე (8. II. 1939, თბილისი, — 13. V. 2001, იქვე), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტორი (1978), პროფესორი (1980).

დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1962). 1965-იდან ეწეოდა პედ. საქმიანობას. თსუ-ის საქართვ. ისტ., 1979-იდან კი – შუა საუკუნეების ისტ. კათედრაზე კითხულობდა ბიზანტ. ისტ. კურსს; თსუ-ის გორის, კასპის, ზუგდიდის ფილიალებში კი საქართვ. ისტ. კურსს. პარალელურად (1978-იდან) მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის ახ. ისტ. და ეთნოგრ. ინ-ტში უფრროს მეცნ. თანამშრომლად.

ბ. იყო ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სამეცნ. საბჭოსა და ი. ჭავჭავაძის მკვლელობის შემსწავლელი კომისიის წევრი (გამოსცა ნაშრომი „წიწამურის ტრაგედიის გამოცანები“, თბ., 1991).

ბ. ძირითადად იკვლვდა შუა საუკუნეების საქ. სოც.-პოლიტ. პრობლემებს. იყო მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რ-თაგან არაერთია თარგმნილი სხვადასხვა ენაზე. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „ექვთიმე თაყაიშვილი“ (რ. მეტრეველთან ერთად, თბ., 1962), „ქართველთმცოდნეობის გამოჩენილი მოჭირნახულე ალექსანდრე ხახანაშვილი" (თბ., 1968), „ქართლის ცხოვრების მოთხრობები" (თბ., 1977), „ილია, როგორც ისტორიკოსი“ (თბ., 1937), „ჭყონდიდელი და ცოტნე“ (ზუგდიდი, 1995).

ბ. იყო „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ III ტომის, „თბილისის ისტორიის“ I ტომის თანაავტორი.

მან პირველმა საგანგებოდ შეისწავლა ს. კაკაბაძის არქივი (სარგის კაკაბაძე, თბ., 1986).

თხზ.: საქართველოს ურთიერთობა ბიზანტიასა და დასავლეთ ევროპასთან, თბ., 1984, საქართველო და ჯვაროსნები, თბ., 1989.