ბერიაშვილი ლიანა კონსტანტინეს ასული (დ. 23. V. 1931, თბილისი), ეთნოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1991). საქართვ. მეცნ. აკად. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის წამყვანი მეცნ. თანამშრომელი.
იკვლევს მიწათმოწყობის ტერასული სისტემებისა და ნიადაგის დაცვის ხალხ. საშუალებებს. გარკვეული წვლილი მიუძღვის საქართვ. რეგიონული ვერტიკალური ზონალობის (მთის, მთისწინეთის, ბარის) სამეურნეო სპეციფიკის დადგენაში, აგრეთვე პარკოსანი კულტურების გავრცელების შესწავლაში.
მუშაობს კულტ. ინტეგრაციის პრობლემებზე.
თხზ.: მიწათმოქმედება მესხეთში, თბ., 1973; ნიადაგების ათვისებისა და დაცვის ტრადიცია საქართველოში, თბ., 1989; მარცვლეული კულტურები საქართველოში (გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით); წგ.: ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ.