ბერიძე თეიმურაზ პლატონის ძე (25. II. 1932, თბილისი, —1.IV.2015, იქვე), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1990).
დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1957). 1958–62 მუშაობდა თბილისის ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმში, 1968-იდან – ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ფეოდ. ხანის მატერ. კულტ. ისტ. განყ-ბაში (1987-იდან იყო უფრ. მეცნ. თანამშრომელი. (1989-იდან – შუა საუკუნეების არქეოლ. განყ-ბის გამგე).
1980–87 მუშაობდა თბილისის ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმის დირექტორად: 1990 დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საქართველოს დედაქალაქის აგლომერაციული გარემოს ფორმირების ისტორიული პროცესები (ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია). მისი კვლევის საგანია თბილისის (IV–XX სს.) ისტ. ყოფის და კულტ. საკითხები.
არის ოთხი მონოგრაფიის ავტორი: „მხატვარი ვანო ხოჯაბეგოვი“ (1970), „და აღმოცენდა თბილისი“, (1977), „ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია“ (1977), „ძველი თბილისის სურათები“ (1980). იყო მრავალი საჟურნალო, საგაზეთო წერილისა და სტატიის ავტორი.
თბილისის საპატიო მოქალაქე (2008).
თხზ.: ერთი სურათი ძველი თბილისის ყოფიდან. „საბჭოთა ხელოვნება“, 1963, №1; ვახუშტის „იშიტუტრუქის“ ადგილის მისანიშნებლად, „მაცნე“, ისტ. არქეოლ. და ხელოვნ. ისტ. სერია, თბ., 1970; №5; თბილისური სამეფო სასახლეების ისტორიისათვის, „საბჭოთა ხელოვნება“, 1982 №11; ტერმინ „ვახმი“-ს გაგებისათვის, ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1997, ტ. 42.