ბადრიძე ილია ნესტორის ძე

ბადრიძე ილია ნესტორის ძე (1878, თელავი, – 19. VIII. 1937), სოციალ-დემოკრატი.

1902 აირჩიეს რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრად 1905 მონაწილეობას იღებდა ავჭალაში ყუმბარების დამამზადებელი სახელოსნოს მოწყობაში, რის გამოც იგი იძულებული იყო ეცხოვრა ბაქოში შეცვლილი სახელით, სადაც 1911 დააპატიმრეს და ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს. 1917 დაბრუნდა საქართველოში და დასახელდა საქართვ. ეროვნ. საბჭოს (შემდგომში – პარლამენტი) წევრად. იყო საგანგებო სასამართლოს წევრი.

1919 თებერვალში აირჩიეს საქართვ. დემოკრ. რესპ. დამფუძნებელი კრების წევრად, სოც.-დემოკრ. მუშათა პარტიის სიით.

1924 აჯანყების შემდეგ კვლავ დააპატიმრეს.

ბ. შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს.

ლიტ.: ხ ვ ა დ ა გ ი ა ნ ი  ი., საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919, თბ., 2016.

მ. გუნცაძე