ბატიევსკი იაკობ იაკობის ძე

ბატიევსკი იაკობ იაკობის ძე (1831, თბილისი, - 24. V. 1889, მოსკოვი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1878).

დაიბადა თბილისში, გადმოსახლებული პოლონელი ოფიცრის ოჯახში. განათლება მიიღო იქვე. 1849-იდან მსახურობდა ჯარში. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) და რუს.-ოსმ. (1877-78) ომებში. 1873–77 მეთაურობდა სევერსკის 45-ე დრაგუნთა პოლკს, 1878-იდან – II საკავალერიო დივიზიის I ბრიგადას.

დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის, ასევე პრუსიისა და იტალიის ორდენებით. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის ეკლესიის ეზოში.

შ. ცირეკიძე