ბერგი ედუარდ

ბერგი ედუარდ (Berg), (დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია) გერმანული წარმომავლობის ბანკირი, მოღვაწეობდა XIX ს-ში. რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელე კავკასიაში, სახელმწ. ბანკის თბილ. ფილიალის უკანასკნელი გამგე.

მნიშვნელოვანი თანადგომა გაუწია თავდაპირველად ამიერკავკასიის კომისარიატს, ხოლო შემდეგ საქართვ. დემოკრ. რესპ. ხელისუფლებას, საკუთარი ფულის ნიშნების შემოღების პროცესში. საქართვ. დემოკრ. რესპ. ფინანსთა მინისტრი კ. კანდელაკი წერდა: „მთელი თავისი შეგნებით საქართვ. ხელისუფლების მხარეზე დადგა და ქართ. ბონის გამოშვების წინასწარ ნიადაგის მომზადებაში დიდი როლი ითამაშა“. საქართვ. ბანკის გამგეობის თავ-რის ი. ლორთქიფანიძის ცნობით ბ-მა რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილისის კანტორაში დაცული საფასეები საქართვ. ხელისუფლებას გადასცა.

ლიტ.: კანდელაკი კ., საქართველოს ეროვნული მეურნეობა, წგ. II, დამოუკიდებელი საქართველო მისი სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობა, პარიზი, 1960; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ნ., ქართული ბონისტიკა, თბ., 1996.

ნ. ჯავახიშვილი