ბერიშვილი პავლე აბრამის ძე (1891, სოფ. მოედანი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 17. XI, 1937), სოციალ-დემოკრატი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ.-დემოკრ. პარტიიდან.
განათლება მიიღო ბაქოს ტექნ. სასწავლებელში ლითონის დამუშავებისა და ხარატის სპეციალობით შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა პეტერბურგში. I მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა. 1917 რევ. შემდეგ ბ. მუშაობდა, თავდაპირველად 1921 იბრძოდა ამიერკავკ. დემოკრ. ფედერაციული რესპ., შემდეგ საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის პროფკავშირების საბჭოში. 1921 იბრძოდა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. ორჯერ (1922, 1929) იყო დაპატიმრებული და გადასახლებული შუა აზიაში. 1935 დაბრუნდა საქართველოში, 1937 დააპატიმრეს და დახვრიტეს.
ლიტ.: ხ ვ ა დ ა გ ი ა ნ ი ი., საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.
მ. გუნცაძე