გახოკიძე ჯემალ ვლადიმერის ძე

გახოკიძე ჯემალ ვლადიმერის ძე (11. IX. 1950, თბილისი, - 4. III. 2024, იქვე), გენერალ-ლეიტენანტი (1997), 1972 დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი. იურიდ. მეცნიერებათა კანდიდატი (1987).

1980–82 სწავლობდა საქართვ. შს სამინისტროს აკადემიაში.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1967 საქ. სსრ საზ. წესრიგის დაცვის სამინისტროში. 1972–80 იყო შს სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი, განყ-ბის უფროსის, მოადგილე, 1982–85 – იმავე სამმართველოს განყ-ბის უფროსი, 1985–88 — სამმართველოს უფროსის მოადგილე, 1988–94 — სამართველოს უფროსი, 1999 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება.

1994–97 იყო შს მინისტრის მოადგილე, 1997–98 სახელმწ. უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, შემდეგ მინისტრი.

1998 დაინიშნა საქართვ. ეროვნ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ, 2002 — პირველ მოადგილედ. 2003 წ. 1 დეკ. – მდივნის მოვალეობის შემსრულებლად. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1995) ღირსების ორდენით და მედლებით

ლ. დოლიძე