გვათუა გიორგი კონსტანტინეს ძე

გვათუა გიორგი კონსტანტინეს ძე (10. VI. 1829 ხობი, — 1913-ის შემდეგ, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1903).

მონაწილეობდა 1849 უნგრეთის კამპანიაში, 1853–56 ყირიმის ომში, აულ ღუნიბის აღებაში, 1863–64 პოლ. აჯანყების ჩაქრობაში, 1877–78 რუს.-ოსმ. ომში.

1913-იდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებული ოქროს იარაღით, წმ. ვლადიმერის, წმ ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხისა 5 ორდენით დაირანის ლომისა და მზის ორდენით. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.