ართმელაძე დავით (ტიტე) იულონის ძე (1. II. 1865, სოფ. ქვიანი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დაახლ. - 1938), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917 გენერლობა მიანიჭა რუსეთის დროებითმა მთავრობამ ), ქართ. არმიის გენერალი (1920)
დაამთავრა თბილისის სამხ. სასწავლებელი. მონაწილეობდა რუს.-იაპ. (1904-05) ომში. მსახურობდა ელიზავეტპოლის 156-ე ქვეით პოლკში. 1917 მეთაურობდა 127-ე ქვეით დივიზიას. დაარსა სამხ. კურსები ჯარისკაცებისათვის ქუთაისში, ფოთსა და ოზურგეთში.
1918-21 მსახურობდა ქართ. არმიაში, ჯერ იყო მე-2 ქვეითი ბრიგადის, ქართ. კორპუსის I დიივიზის, შემდეგ 1919 ხელმძღვანელობდა კულტ.-საგანმათლებლო მუშაობას ქართ. ჯარში.
1918 და 1921 იყო ჩრდ. დას. (გაგრა-სოხუმის) ფრონტის სარდალი. ქვეით მე-2 დივიზიის მეთაური, სამხ. საბჭოს წევრი.
დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენით.