განუგრავა ირაკლი ტოგოს ძე (დ. 16. XII. 1955, ბათუმი) პოლიციის გენერალ-მაიორი (2002).
დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკ-ტი (1983). 1984–89 იყო საქართვ. შსს გამომძიებელი. 1989-იდან თბილისის შსს საგამოძიებო განყ-ბის გამომძიებელი. ამავე განყ-ბის უფროსის მოადგილე 1996-მდე.
1996–99 შსს გენერალური ინსპექციის უფროსი. 2000–2001 თბილისის შსს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყ-ბის უფროსი. საქართვ. შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თავ-რის მოადგილე (1999–2000), თავ-რე 2002–04.
2004-იდან თადარიგშია.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000) და სხვადასხვა მედლებით.