ავიძბა ხუტა ტუკანის ძე (დ. 5. VI. 1932, სოფ. ზემო ეშერა, სოხუმის რ-ნი - გ. 2013, სოხუმი), აფხაზი ფერმწერი. საქართვ. (1971) და აფხ. (1986) დამს. მხატვარი.
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1963, კ. სანაძის კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1964-იდან. ძირითადი ნამუშევრები: „სოხუმი საღამოჟამს“ (1966, საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი), „შემოდგომის პეიზაჟი“ (1958), „დღესასწაული სოფლად“ (1976), „დ. გულიას პორტრეტი“ (1975), „განთიადისას“ (1984), „ბზიფის ნაპირზე“ (1987, ყველა – სოხუმის სურათების გალერეა) და სხვ.