აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა, დ. გულიას სახელობისა. დაარსდა 1920 სოხუმში. არის მემკვიდრე 1925 შექმნილი აფხაზური ენისა და ლიტ-რის აკადემიისა, რ-საც 1930 ეწოდა აფხ. ენისა და ლიტ-რის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, ხოლო 1931 აფხ. სამეცნ. საზ-ბის მიერთების შემდეგ, აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტი ეწოდა. შემდეგ ინ-ტს სტატუსი და დასახელება რამდენიმეჯერ შეეცვალა (1935 – აფხ. კულტურის ინ-ტი, 1939 – აფხ. აკად. ნ. მარის სახ. ენისა და ისტორიის სამეცნ. კვლევითი ინ-ტი,1950-იდან აფხ. აკად. ნ. მარის სახ. ენის, ლიტ-რისა და ისტორიის ინ-ტი, ხოლო 1960-იდან 1994-მდე აფხ. დ. გულიას სახ. ენის, ლიტ-რისა და ისტორიის ინ-ტი.) 1994-იდან ინ-ტს აფხ. ენაზე ეწოდა დ. გულიას სახ. აფხაზმცოდნეობის ინ-ტი, ოფიციალურ რუსულ დასახელებად კი ‒ დ. გულიას სახ. ჰუმანიტარული კვლევების ინ-ტი (Институт гуманитарных исследований). 1941-იდან ინ-ტი შედიოდა საქართვ. მეცნ. აკად. სისტემაში, ხოლო 1993 წ. 13 დეკემბრიდან შევიდა ახალდაარსებული აფხ. მეცნ. აკადემიის შემადგენლობაში.
1991 ინ-ტში იყო 8 სამეცნ. განყ-ბა: ენის, ლექსიკოლოგიის, ლიტ-რისა და ფოლკლორის, ისტ., არქეოლ., ეთნოგრ., ხელოვნ., ეკონ. ინ-ტი აფხ., ქართ., და რუს. ენებზე გამოსცემდა ბეჭდვით ორგანო „მაცნეს“ (1972-მდე „შრომები“), დღესდღეობით კი გამოსცემს შრომების კრებულს „Абхазоведение“.
1994 წლიდან - აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის დ.გულიას სახელობის აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტი.
თ. გვანცელაძე