არაბული მინდია თოთიას ძე

არაბული მინდია თოთიას ძე (დ. 7. IV. 1934, სოფ. გველეთი, დუშეთის მუნიციპალიტეტი - გ.25.X.1998), პოეტი.

დაამთავრა გორის პედ. ინ-ტი (1961). მუშაობდა გამსახკომში (1962-იდან), შემდეგ გამომც. „ნაკადულში“ (განყ-ბის გამგე 1970-იდან). ავტორია რამდენიმე კრებულისა, რ-თაგან აღსანიშნავია „საარაგვო“ (1967), „პირიმზე“ (1968), „ლურჯი სანახები“ (1970), „გარდასული ფერები“ (1973), „თბილი ხელები“ (1975), „ჩემი დღეები“ (1977), „გზებზე“ (1978), „მამულთა ქვიშანი“ (1980), „რწმენის ზარი“ (1981), „მორბის არაგვი“ (1983), „მამულის ნიშები“ (1984), „მოთხრობები“ (1986), „დავიწყებული ზღაპარი“ (1987).

ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას, ცალკე წიგნად გამოსცა ი. თარბას ლექსების „სიმღერიდან სიმღერამდე“ თარგმანი (1975).