TOTOSLOT4D adalah situs slot online resmi yang terbaik no 1 tentunya pada tingkat rate kemenangan 98% cuma secara bermain disitus slot gacor hari ini

TOTOSLOT4D adalah situs slot gacor terpercaya yang menawarkan game slot gacor terbaik hari ini gampang menang sehingga mendatangkan maxwin.

Alasan gampang menang yaitu karena situs XLSLOT88 memberikan info permainan slot gacor hari ini di situs slot88

agen situs XLSLOT88 sudah dipercaya oleh ribuan pemain situs judi online slot gampang menang memberikan hadiah kemenangan besar

XLSLOT88 adalah situs judi slot online gacor terbaik nomor 1 di Indonesia yang mempunyai game slot gacor dan judi online gampang menang paling dipercaya no 1 di Indonesia dengan winrate tinggi

Sebagai situs slot online gacor terpercaya menang jackpot sensasional tentu saja XLSLOT88 memiliki lisensi resmi dari lembaga perjudian nasional yang merupakan hal yang sangat diutamakan untuk keamanan dan kenyamanan para pemainnya

XLSLOT88 sebagai situs slot online gacor gampang menang hari ini tentunya menyediakan ratusan pilihan game yang dapat dimainkan secara bebas dan memiliki kemungkinan menang jackpot besar di setiap game slot online gacor nya

XLSLOT88 sebagai situs slot gacor terbaru dan terpercaya gampang menang memberikan beberapa keuntungan yang bisa diperoleh setelah bergabung di situs XlSlot88

Situs judi online slot gacor 2025 hari ini seringkali memberikan penawaran bonus dan promosi yang sangat menggiurkan

Situs TOTOSLOT99 sebagai Situs Slot gacor Terpercaya yang layani Daftar Slot Online Gacor berdiri semenjak tahun 2020 yang punya beberapa ribu anggota setia aktif setiap harinya

Daftar Slot gacor paling aman disini dan dapatkan keuntungan berlimpah disini dengan melakukan pendaftaran di situs slot gacor TOTOSLOT99

TOTOSLOT99 adalah platform judi slot online resmi yang menawarkan pengalaman bermain seru, aman, dan menguntungkan dengan peluang jackpot maksimal

Selamat datang di situs TOTOSLOT99 slot gacor maxwin gampang menang jackpot maxwin terbesar hari ini yang menyediakan berbagai fasilitas lengkap untuk memenuhi keinginan para member

Situs Judi Slot Online Gacor TOTOSLOT99 Sering Kasih Menang Maxwin yang selalu memberikan hadiah bonus jackpot slot online terbaik terbesar

TOTOSLOT99 menyediakan berbagai permainan bocoran slot gacor malam ini yang mudah untuk menang seperti bola online sbobet88, live casino online

Banyak varian game judi online terbaik, terbaru dan terlengkap yang TOTOSLOT99 sedikan selaku agen slot terpercaya 2024

TOTOSLOT99 adalah Situs slot yang mudah menang yang sudah menjadi bandar situs khusus judi slot online di Asia dengan permainan Daftar Situs Judi Slot Gacor Gampang Menang Hari Ini

Banyak pilihan provider situs slot online gacor jackpot terbesar yang bisa anda mainkan bersama teman dan keluarga untuk mendapatkan bonus jackpot di situs TOTOSLOT99

PAYSLOT88 selaku situs judi slot gampang menang jackpot terbesar menyediakan daftar situs judi slot gacor terpercaya hari ini bagi semua bettor judi slot online

bermacam-macam game popular seperti: sbobet slot online, poker idn, 9Gaming Poker telah disediakan TOTOSLOT99 untuk memenuhi kepuasan para member.

Anda dapat memilih permainan sesuai skill dan kesukaan anda, sehingga dapat membuat anda mendapatkan banyak hadiah dan bonus TOTOSLOT99

TOTOSLOT99 terbaru slot gacor 4D dan togel 4D resmi dengan sistem gampang menang. Dapatkan peluang besar dengan modal kecil

TOTOSLOT4D sebagai Link Slot Gacor 2025 merupakan situs permainan judi online 24jam terpercaya yang menyediakan banyak jenis permainan judi seperti, taruhan bola, casino, poker online, tembak ikan, sabung ayam

XLSLOT88 Merupakan Situs Wahana Bermain Slot Zeus Gacor Mudah Jp x1000 Perkalian Merah

XLSLOT88 adalah Link Slot88 Gacor dan Situs Slot Gacor Server Thailand Terbaik tahun 2025

TOTOSLOT4D dikenal sebagai situs zeus slot yang paling gacor karena memiliki permainan slot gacor anti rungkad terbaru

XLSLOT88 adalah link slot online resmi terpercaya yang menawarkan berbagai pilihan permainan slot gacor mudah menang serta menghadirkan pengalaman bermain terbaik

XLSLOT88 adalah situs terpercaya slot gacor 2025 anti rungkad mudah menang maxwin menyediakan ratusan game terbaru slot gacor dengan rtp maxwin 98% dijamin cuan jutaan auto jadi sultan.

XLSLOT88 menghadirkan link daftar situs slot thailand dan slot gacor 777 gampang menang tahun 2025, nikmatin ratusan game-game terbaik yang seru dimainkan gampang menang jackpot jutaan rupiah.

TOTOSLOT4D merupakan Daftar situs slot online yang menjadi tempat bermain para pecinta judi slot gacor di Indonesia

Slot Gacor hadir dengan berbagai macam permainan slot maxwin terbaru 2025 dan bekerja sama dengan situs TOTOSLOT4D

berbagai macam permainan judi online tersedia di situs XLSLOT88 dengan deposit rendah bisa maxwin besar.

TOTOSLOT99 Merupakan Situs Slot Toto99 terpercaya dapat memberikan kemenangan disetiap harinya hanya dengan modal kecil

PAYSLOT88 adalah situs slot online terpercaya di indonesia, ditahun 2025 sudah terbukti dapat memberikan kemenangan besar disetiap permainannya

PAYSLOT88 merupakan situs slot gacor terbaru ditahun 2025 menghadirkan mengalaman bermainan yang sangat bagus di indonesia

TOTOSLOT99 adalah situs slot gacor resmi gampang menang dengan koleksi permainan dari provider ternama dan dukungan teknologi terbaru

TOTOSLOT99 merupakan Link Login Slot Scan Qris yang dapat dimainkan secara daring dan bisa dapat jackpot besar

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი. მნიშვნელოვანი სამრეწვ., კულტ. და საკურორტო ქალაქი. მსხვილი საერთაშ. ნავსადგური შავი ზღვის სამხრ.-აღმ. სანაპიროზე, ბაქო – ბ-ის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი, საავტ. გზების კვანძი. 152,8 ათ. მცხ. (2014). გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის – ბათუმის ყურის ნაპირას. ზ. დ. 5 მ, თბილისიდან 360 კმ . ქალაქი გადაჭიმულია ჩრდ.-აღმ-იდან სამხრ.-დას-კენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1 – 2,5 კმ. ფართ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბ-ის ძირითადი ნაწილი სამხრ-იდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდ. მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმ-ით და ჩრდ.-აღმ-ით – მდ-ების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.

ჰავა

ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 14,50C, იანვ. საშ. ტემპ-რა 7,10C, აგვ. 23,20C. ნალექები 2700 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე 81%. ხშირია კოკისპირული წვიმა. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. ზღვის წყლის საშ. წლ. ტემპ-რა ნაპირთან 16,70C. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა. ბ-ის ტერიტორიაზე არის ტბა (ფართ. 0,06 კმ²). ქალაქსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპ. მცენარე; ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები, ჩაის პლანტაციები და ციტრუსოვანთა ნარგავები. გორაკ-ბორცვებზე აქა-იქ შემორჩენილია კოლხ. ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი.

მოსახლეობა

1926 აღწერით ბ-ში იყო 48,5 ათ. მცხ., 1939 წ. – 70 ათ., 1959 წ. – 82,3 ათ., 1970 წ. – 101 ათ., 1979 წ. – 122,8 ათ.,1989 წ. – 136, 9 ათასი. უკანასკნელ წლებში ქალაქის მოსახლეობის საშ. წლ. მატება დაახლ. 2%-ს შეადგენს. მოსახლ. ეროვნ. შემადგენლობა (2014): ქართველი –142,7 ათ., სომეხი –4,6 ათ., რუსი –2, 9 ათ. და სხვ. მოსახლ. სიმჭიდროვე 1857,1 კაცი 1 კმ²-ზე (2014).

ისტორიული ცნობა

ბ-სა და მის მიდამოებში, მდ. ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხ. ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლ. მასალა (გორა, სადაც VI ს-ში ციხე აიგო, რ-საც მოსახლ. დღეს „თამარის ციხეს“ უწოდებს) ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II – I ათასწლეულების მიჯნაზე. ადრინდ. ანტ. ხანაში აქაურ მოსახლეობას ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. ძვ. ბერძნები ამ პუნქტს „ბათჳსის“ (Bathus – ღრმა) სახელით იცნობდნენ (პირველად მოხსენიებული აქვს არისტოტელეს). მომდევნო ხანის ბერძენი და რომაელი ავტორები (პლინიუსი, არიანე და სხვ.) ამ სახელით მხოლოდ მდინარეს იხსენიებენ. რომაელ იმპ. ადრიანეს დროს (II ს.) დღევანდელი ბ-ის ტერიტორიაზე რომაელთა სამხ. ბანაკი იყო. ადრინდ. ფეოდ. ხანაში, სხვა ზღვისპირა პუნქტებისაგან განსხვავებით, ბ. დაწინაურებული იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ქვეყნის შიდა რ-ნებისაკენ მიმავალი გზების დასაწყისში. ფეოდ. ხანაში ბ-ის ციხის გარშემო არსებობდა სოფლის ტიპის დასახლება, მაგრამ იგი ქალაქადაც იხსენიება (ამბროჯო კონტარინი). XIII ს. დასასრ. – XIV ს. დასაწყისში ბ. ოდიშის მთავრებს – ბედიანებს ეკუთვნოდათ. XV ს. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გურიელების სამფლობელო იყო. 1547 ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს. 1564 როსტომ გურიელმა დაიბრუნა, მალე ისევ ოსმალთა ხელში გადავიდა. 1609 მამია გურიელმა გაანადგურა ბ-ში მყოფი ოსმალთა გარნიზონი. მიუხედავად ამისა, ოსმალები კვლავ დაეუფლნენ ბ-ს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, XVIII ს-ში ბ. მცირე ქალაქი იყო, რ-საც საუცხოო ციტადელი ჰქონდა. ბერლინის ტრაქტატით (1878) ბ. რუს. იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1878 – 86 ბ-ის ნავსადგური გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ (უცხ. საქონლის უბაჟოდ შემოტანა-გატანის უფლების მქონე ნავსადგურად), რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ზრდას. ბაქო – ბ-ის რკინიგზის გაყვანის (1883), ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და ბაქოსთან ნავთობსადენი მილით დაკავშირების (1897–1907) შემდეგ ბ. შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. აქედან გაჰქონდათ ნავთობპროდუქტები სხვა ქვეყნებში. ცარიზმი ბ-სა და მთლიანად აჭარაში თანამიმდევრულად ახორციელებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას. ბ-ში წარმოიქმნა ეროვნ. მოძრაობის ძლიერი კერა, რ-საც მესვეურობდნენ ი. მესხი, ვ. ასათიანი, მ. და ჰ. აბაშიძეები, გ. კაიკაციშვილი, დ. კლდიაშვილი და სხვ. ქართვ მოღვაწეები შეუპოვრად ებრძოდნენ რუს შოვინისტ მოხელეებს და თურქ ანექსიონისტებს. ქართ. სულისკვეთების აღორძინებაში დიდ როლს თამაშობდა ბ-ის ქართული გიმნაზია და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. XX ს. დამდეგს ბ-ის ნავთობის საწარმოებში შეიქმნა მუშათა ს.-დ. ორგანიზაციები, რ-ებიც აწყობდნენ პოლიტ. ხასიათის აქციებს (იხ. ბათუმის მუშათა გაფიცვა და დემონსტრაცია 1902). 1905 ივლ. ბ-ის მუშები ჩაებნენ სამხრ. რუსეთის საყოველთაო გაფიცვაში. 30 ნოემბ. მოხდა მუშათა შეიარაღებული აჯანყება, რ-საც მხარი დაუჭირეს გურიისა და ქვემო აჭარის შეიარაღებულმა „წითელმა ასეულებმა“. რეაქციის წლებში ცარიზმმა ბ-ში გააძლიერა რეპრესიები. I მსოფლიო ომის (1914 – 18) დროს თურქ. სარდლობის ცდა, ხელთ ეგდო ბ., ჩაიშალა. ბრესტის ზავის (1918) თანახმად, ამიერკავკ. კომისარიატისა და სეიმის თანხმობის გარეშე, ბ. და სამხრ. საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთს მიეკუთვნა. 1918 აპრილში თურქებმა ბ-ში თავიანთი ჯარები შემოიყვანეს. I მსოფლიო ომში გერმანია-თურქ. ბლოკის დამარცხების შემდეგ, მუდროსის დაზავების (1918) თანახმად, ბ-ში ინგლისელთა ჯარები შემოვიდნენ. ინგლისმა აქ შექმნა თავისი საგუბერნატორო. ამ დროს ბ-ის დაპატრონებას ცდილობდა, ერთი მხრივ, გენერალი ა. დენიკინი, მეორეს მხრივ – პანთურქისტული წრეების წარმომადგენელი სერვერ-ბეგ ათაბაგი, რ-იც ე. წ. „ყარსის მთავრობას“ მესვეურობდა. ბათუმ-აჭარის მუსლიმანი ქართველობა წინ აღუდგა თეთრგვარდიელებისა და ოსმალო დამპყრობლების მცდელობას. 1919 წ. 31 აგვ. ბ-ში შეიკრიბა მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლობა, რ-მაც შეიმუშავა მიმართვა საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და პარიზის საზავო კონფერენციისადმი. ამ მიმართვაში ბ., ისევე, როგორც მთელი აჭარა, აღიარებული იყო საქართველოს განუყოფელ ნაწილად ავტონომიური მმართველობის უფლებით. საქართვ. დამფუძნებელმა კრებამ 1919 წ. 25 დეკ. აჭარის ოლქი ბათუმითურთ საქართვ. განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა, რაც აღიარებულია რუსეთ-საქართველოს 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულებითაც. 1920 წ. 4 ივლ. ბ-იდან გავიდა ინგლისის ჯარი. 1921 თებ.-მარტში, როცა საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში, ქემალისტურმა თურქეთმა კვლავ სცადა ბ-ის დაპატრონება, მაგრამ გენ. გ. მაზნიაშვილის ჯარებმა თურქებს ქალაქი დაატოვებინეს. 1921 წ. 19 მარტს ბ. საბჭოთა რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. ბ-ის მოსახლეობა და მოწინავე საზოგადოება არ შერიგებია კომუნისტურ რეჟიმს. აქაური ინტელიგენცია აქტიურად მონაწილეობდა 1924 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებაში, რისთვისაც მწვავე რეპრესიები განიცადა. ინდუსტრიალიზაციისა და საყოველთაო კოლექტივიზაციის წლებში საბჭ. ხელისუფლება აჭარაში ახორციელებდა მრავალ იძულებით ღონისძიებას. ყოველივე ამის გამო 1928 აჭარის მოსახლეობა აჯანყდა და დაიწყო ანგარიშსწორება ხელმძღვ. კომუნისტების მიმართ. 1937–38 საბჭ. ხელმძღვანელობამ ბ-ში ისევე როგორც მთელ საქართველოში, განახორციელა რეპრესიები ე. წ. „ხალხის მტრების“ წინააღმდეგ, რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ეკონომიკა

ბ. საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწვ. ცენტრია. მთავარი დარგებია ნავთობგადამუშავება, ფარმაკოქიმ., მსუბუქი და კვების მრეწველობა. განვითარებულია აგრეთვე საშენი მასალების წარმოება და ხე-ტყის გადამუშავება. ზოგიერთი სამრეწვ. საწარმო უმთავრესად ადგილ. მოთხოვნილების ფართო მოხმარების საგნებს ამზადებს. ბ-ის ენერგეტ. ბაზის შექმნაში დიდი როლი ითამაშა აჭარისწყლის ჰესმა, რ-იც ამჟამად ჩართულია საქართვ. ერთიან ენერგოსისტემაში. ქალაქის უმსხვილესი საწარმოა ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. მძლავრი ქიმიურ-ფარმაცევტული საწარმო ამუშავებს სამკურნ. მცენარეებს და უშვებს 40-მდე დასახელების სამედ. პრეპარატს. სამრეწვ. წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ავეჯის დამზადებას. მსუბუქი მრეწვ. საწარმოები ამზადებენ ტანსაცმელს და ფართო მოხმარების სხვა საგნებს. კვების მრეწვ. საწარმოებიდან აღსანიშნავია ციტრუსკომბინატი (უშვებს ციტრუსებისა და სხვა ხილის კონსერვებს). ქალაქში არის აგრეთვე ფ-კები, ხორცკომბინატი, პურკომბინატი, ლუდისა, რძის ქ-ნები. ბ-ზე მოდის აჭარის მრეწვ. მთლიანი პროდუქციის უდუდესი ნაწილი. ბ. რესპ. მსხვილი სატრანსპ. კვანძია, სადაც თავს იყრის საზღვ., სარკინიგზო და საავტ. კომუნიკაციები. აქ წარმოებს მსხვილი საზღვ.-სატრანსპ. ოპერაციები; ბ. კავკ. ნავთობის გაზიდვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია შავი ზღვის მთელ სანაპიროზე, იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დიდ საოკეანო ტანკერებს ემსახურება. სატრანსპ. კვანძის საერთო ტვირთბრუნვაში სატრანზიტო ტვირთებთან ერთად დიდი ადგილი უკავია თვით ქალაქის და მისი უახლოესი მიდამოების სამეურნეო ტვირთებს. მთლიანად მექანიზებულია მშრალი ტვირთების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები. აშენდა ახ. საზღვაო ვაგზალი. მნიშვნელოვანია აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა შორეული და ადგილ. მარშრუტებით. უკანასკნელ წლებში ქალაქის საგარეო ეკონ. კავშირურთიერთობაში დიდად გაიზარდა ავტოტრანსპორტის როლი. თანამედროვე საავტ. გზატკეცილებით ბ. დაკავშირებულია საქართვ. უმნიშვნელოვანეს ცენტრებთან, აჭარის შიგა რ-ნებთან და თურქეთთან. ქალაქის მახლობლად არის საერთაშ. აეროპორტი.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა

ბათუმი. აკვა პარკი

ბ. რესპ. დიდი კულტ. ცენტრია. ქალაქში 50-მდე სკოლამდელი დაწესებულებაა, ყველა სახის 30 ზოგადსაგანმან. სკოლა (20,6 ათ. მოსწ.), მ. შ. 2 სკოლა-ინტერნატი, ბავშვთა სახლი; სკოლისგარეშე დაწესებულებები: მოსწავლე ახალგაზრდობის რესპ. სასახლე, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი, 7 სპორტსკოლა, 9 სამუსიკო სკოლა, სამხატვრო სკოლა, 3 პროფტექსასწავლებელი და ბ-ის სამშენებლო კოლეჯი, 6 საშ. სპეცსასწავლებელი (ინდუსტრ., კომერციის ტექნიკუმები, სამედ., ზ. ფალიაშვილის სახ. სამუსიკო, ნ. კანდელაკის სახ. სამხატვრო, ი. კობალაძის სახ. კულტსაგანმან. სასწავლებლები), ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართვ. ტექ. უნ-ტის ბათუმის ინ-ტი დღის, საღამოს და დაუსწრებელი სწავლების ფაკ-ტებით, აგრეთვე ფასიანი სასწავლებლები: ბ-ის დამოუკიდებელი უნ-ტი, ბ-ის სამართლის ინ-ტი, ბ-ის ბიზნესისა და მარკეტინგის ინ-ტი, ბ-ის უმაღლესი ეკოლ. კოლეჯი, დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ინ-ტი, კოლხეთის სასწ.-სამეცნ. ინ-ტი, ბ-ის სოფ. მეურნ. პროდუქტთა ტექნოლ. და ბიზნესის ორგანიზაციის ინ-ტი, გონიოს კოოპ. ინ-ტი. მოქმედებს ანდრია პირველწოდებულის სახ. სასულიერო გიმნაზია (საეპისკოპოსო ტაძართან). ბ-ში მოქმედებს საქართვ. მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილება, საქართვ. მეცნ. აკად. აჭარის სამეცნიერო ცენტრი (1995), ნ. ბერძენიშვილის სახ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, სუბტროპ. ნაყოფის შენახვისა და გადამუშავების სამეცნ.-კვლ. და ექსპერ.-საკონსტრუქტორო ინ-ტი (დაარსდა 1945–82 არსებული საქართვ. კვების მრეწველობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ბათუმის ფილიალის ბაზაზე, 1982), სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „ისრის“ ბ-ის მაღალი ძაბვის ლაბორატორია; ბათუმის აკვარიუმი, ბათუმის დელფინარიუმი და სხვ.

ბათუმი დრამატული თეატრი

ჯერ კიდევ 1901 შეიქმნა ბათუმის მუშათა თეატრი. ბ-შია ი. ჭავჭავაძის სახ. ბათუმის სახელმწ. დრამ. თეატრი, საოპერო თეატრი, თოჯინების სახელმწ. თეატრი, სახელმწ. ფილარმონია, სახელმწ. ცირკი, 7 მუზეუმი, ა. წერეთლის სახ. რესპ. ბ-კა (აჭარის ავტონ. რესპ. ბ-კების მოთავე ბ-კა და მეთოდ-ცენტრი), ი. გოგებაშვილის სახ. რესპ. საბავშვო ბ-კა, საბიბლიოთეკო ცენტრალიზებული სისტემა (29 ბ-კა-ფილიალით), 13 კულტსახლი და კლუბი, 5 დისკოკლუბი, 5 კინოთეატრი, ხალხ. შემოქმედებისა და კულტსაგანმან. მუშაობის სამეცნ.-მეთოდცენტრი, კულტსაგანმან. კომპლექსი „ბათუმი“. ბ-ში გამოდის ავტონ. რესპ. გაზეთები „აჭარა“ (ქართ. ენაზე) და „ვესტნიკ ადჟარიი“ (რუს. ენაზე), მხატვრულ-ლიტ. ჟურნ. „ჭოროხი“. მუშაობს გამომც. „აჭარა“ (1921), სადაც ყოველწლიურად ისტამბება საზ.-პოლიტ., სოც.-ეკონ., მხატვრული და სხვა 60-მდე დასახელების წიგნი 300 ათ-მდე საერთო ტირაჟით. ადგილ. რადიოცენტრი (1971-იდან), აჭარის ტელევიზია (1987-იდან, ტელესტუდია). ბ-ში ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება (2021) 23 სამკურნ. დაწესებულება (2,6 ათ. საწოლი), მ. შ. 3 „ევექსის კლინიკები“ (ს.ს), „მედალვა“ (შ პ ს), ბათუმის რესპ. კლინ. საავადმყოფო (შპს), ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის ცენრტი (შპს), „მედ ემერჯენსის“, „ევექსის ჰოსპიტალები“ სამშობიარო სახლი და სადიხ აბაშიძის ინფექც. პათოლოგის, შიდსის და რუბერკულოზის რეგიონული ცენტრი“ (მ. პ. ს), და სხვ. ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორია სუბტროპიკული ჰავა (ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დროს) და ზღვაში ბანაობა.

არქიტექტურა

თანამედროვე ბ. საქართვ. ერთ-ერთი კეთილმოწყობილი და ლამაზი ქალაქია. მისი ინტენს. განაშენიანება XX ს. დამდეგს დაიწყო. 1927 შემუშავდა ბ-ის განვითარების დეტალური გეგმა. XX ს. 20 -30-იან წლებში ფართოდ გაიშალა საბინაო მშენებლობა. 1933 შედგა ბ-ის დაგეგმარების პროექტი (არქიტექტორები ი. ყირქესალი, ბ. ლორთქიფანიძე, ლ. სუმბაძე), 1956 დამუშავდა ქალაქის რეკონსტრუქციისა და განაშენიანების ახ. გენ. გეგმა (არქიტექტორები ა. ნიკოლაიშვილი, ლ. სუმბაძე, კ. ჯავახიშვილი, ნ. ფარემუზოვა, დ. ცენტერაძე). დაპროექტდა ახ. საცხოვრ. მიკრორაიონი (სამხრ.-დას. ნაწილში, არქიტ. კ. ბურჭულაძე), შეიქმნა ახ. სანაპირო და ზღვისპირა პარკი, სადაც აშენდა საზაფხულო თეატრი (1948, არქიტექტორები კ. ჯავახიშვილი, ბ. კირაკოსიანი), აიგო სასტუმრო „ინტურისტი“ (1939, არქიტ. ა. შჩუსევი), დრამ თეატრი (1952, არქიტ. ლ. ტეპლიცკი), ნავთობგადასამუშავებელი ქ-ნის კულტსახლი (1956, არქიტ. გ. ერქომაიშვილი), კინოთეატრი „თბილისი“ (1964, არქიტ. ნ. აბაშიძე), უნივერს. მაღაზია (1965, არქიტ. გ. ფოცხიშვილი). 1970 შედგა ახ. გენ. გეგმა. (არქიტექტორები კ. ჯავახიშვილი, რ. ხატიაშვილი, თ. გორგაძე). აშენდა ბავშვთა სპორტ. სკოლა (1975, არქიტ. ი. მამინაიშვილი), აჭარის მინისტრთა საბჭოს ადმ. შენობის ახ. კორპუსი (1979, არქიტ. რ. კალანდარიშვილი). გაიხსნა არქიტექტურის მუზეუმი (1979, ბათუმის ციხის ტერიტორიაზე, არქიტ. ზ. ტუღუში), აშენდა ბ-ის პედ. ინ-ტის კორპუსი (1982, არქიტ. მ. მამუჭაძე), 500-ადგილიანი სასტუმრო „მედეა“ (1983, არქიტექტორები ა. ბაქრაძე, ნ. ჯობაძე), 350-ადგილიანი პანსიონატი, საერთაშ. ახალგაზრდული ბანაკი „ბათუმი“ (1985, არქიტექტორები ნ. ქორიძე, დ. ცხაკაია, ე. ჩხეიძე), 690-ადგილიანი ტურისტული სასტუმრო (1985, არქიტექტორები ე. ჩხეიძე, კ. ბურჭულაძე) და კლუბი (1986, არქიტექტორები ე. ჩხეიძე, პ. ზაგაშვილი, ს. გუმბერიძე, ნ. აბაშიძე) და სხვ. ავტოვაგზალი 900 მგზავრისათვის (1987, არქიტექტორები მ. მამუჭაძე, ნ. მიქაძე). 1988 შემუშავდა ახ. გენ. გეგმა (არქიტექტორები ბ. გაბუნია, ს. ზედგინიძე, ა. სიჭინავა, კ. ფოცხიშვილი, ეკონომისტი ლ. შანიძე). ძვ. ქალაქის თავისებური იერსახის შესანარჩუნებლად სათანადო ტერიტ. გამოცხადებულია არქიტ. ნაკრძალად, აქ ჩატარდა სარესტავრაციო და საადაპტაციო სამუშაოები. ქალაქში დგას ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი – ღვთისმშობლის ეკლესია (აგებულია 1898 – 1902 ს. ზუბალაშვილის თაოსნობით როგორც კათოლიკური ეკლესია; 1988 ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია, არქიტექტორები ზ. მამათელაშვილი, დ. მოსიაშვილი), 1989-იდან მოქმედებს როგორც ღვთისმშობლის მართლმადიდებელი ეკლესია. მოქმედებს აგრეთვე წმ. ნიკოლოზისა და წმ. სამების ქართ. მართლმადიდებელი ეკლესიები, მეჩეთი, სინაგოგა, ბაპტისტების ორი სამლოცველო სახლი, ორმოცდაათიანელების სამლოცველო სახლი. ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით მიდამოებში ამოაშრეს ჭაობები, გაიყვანეს ახ. მაგისტრ. ქუჩები, გაფართოვდა მწვანე ნარგავთა მასივები, მოეწყო ახ. ძლიერი წყალსადენი, გაფართოვდა საკანალიზაციო ქსელი. საქალაქო განაშენიანება ბუნებრივადაა ჩართული ზღვასა და გორაკ-ბორცვიან მთისწინეთს შორის. სწორი და გამწვანებული ქუჩები, სუბტროპ. მცენარეებით მდიდარი პარკები და სკვერები ცალკეულ არქიტ. ნაგებობებთან ერთად ქალაქის საინტერესო და შთამბეჭდავ სახეს ქმნის.

ლიტ.: ი ნ ა ი შ ვ ი ლ ი  ა., ბათუმის უძველესი ისტორიისათვის ახალი არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; მ ა ნ ვ ე ლ ი შ ვ ი ლ ი  ა., რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან-ფრანცისკო, 1984; ნ ო ზ ა ძ ე  გ., ბრძოლა, მესხეთის გამო, «კავკასიონი», პარიზი, 1937; სიჭინავა ვ., ბათუმის ისტორიიდან (რუსეთთან შეერთება და სოციალურ-ეკონომიური განვითარება 1878 – 1907 წლებში), ბათ., 1958; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე  ი., ბათუმის წარსულიდან, «ბათუმის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები», 1956, ტ. 5; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ა., ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  პ., საქართველოს ისტორია (საკითხავი წიგნი), თბ., 1991; ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი  ს., ანტიკური მასალები ბათუმის ისტორიისათვის, «ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები», 1950 – 51. ტ. 10; ჯ ა ო შ ვ ი ლ ი  ვ., ბათუმი, თბ., 1966; Батум и его окрестности, Батум, 1906; К о м а х и д з е  Д. Х., Батуми, Тб., 1968.

ვ. ჯაოშვილი

ი. სიხარულიძე

ა. სურგულაძე

ზ. კომახიძე

გ. უშვერიძე

ე. ბაგრატიონი