გელაშვილი ვაჟა ვლადიმერის ძე

გელაშვილი ვაჟა ვლადიმერის ძე (დ. 28. X. 1946, თბილისი), არქიტექტორი.

დაამთავრა საქართვ. პოლიტექნიკური ინ-ტი (1969). მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინ-ტში, მ. შ. საწარმოო შემოქმედებით გაერთიანება „არქფონდში“ (1989; 1990-იდან აქვე სახელოსნოს ხელმძღვანელია). 1992-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას. ძირითადი ნამუშევრები: კულტურის სახლი მარნეულში (1977, თ. თოდრაძესთან, ვ. ცუხიშვილთან ერთად), საქართვ. მეცნ. აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინ-ტი თბილისში (1986; დ. თევდორაძესთან, თ. თოდრაძესთან, დ. კოსტიდისთან ერთად; 1987, I პრემია სსრკ არქიტექტორთა კავშირის კონკურსზე „წლის საუკეთესო ნაგებობა“ და ამავე წელს სსრკ სამხატვრო აკადემიის დიპლომი), სოფ. გოლეთი, სვანეთიდან გადმოსახლებულთათვის (1986; დ. თევდორაძის, თ. თოდრაძის მონაწილეობით), ქუთაისის ცენტრის დეტალური დაგეგმარების პროექტი (1987; დ. თევდორაძესთან, ნ. მიქაძესთან, ა. ჯიბლაძესთან ერთად) და სხვ.

ს. კინწურაშვილი