გელაშვილი ნინო ვასილის ასული

გელაშვილი ნინო ვასილის ასული (16. XI. 1918, სიღნაღი), პირველი ქართველი პარაშუტისტი ქალი.

1934 დაამთავრა თბილ. სამშენებლო ტექნიკუმი. 1934–37 მუშაობდა მშენებლობაზე ტექნიკოსად. 1938 დაამთავრა მოსკ. უმაღლესი საპარაშუტო სკოლა და მუშაობა დაიწყო თბილ. ცენტრ. აეროკლუბში საპარაშუტო სპორტის ინსტრუქტორად (1938–41). 1941–43 გ. მოქმედ არმიაში იყო რადისტად ქ. ნალჩიკში (მტრის ზურგში). მას იცნობდნენ ფსევდონიმით – თამარ გიორგის ასული გოგოლაძე. 1943–72 მუშაობდა სხვადასხვა სამხ. ორგანიზაციაში. გ. მხატვრული ქარგვის ოსტატია. ცნობილია მის მიერ ისტ. თემაზე შექმნილი ტილო „ერეკლე მეფის თათბირი“ და სხვ. 1985 მიენიჭა საქართვ. კულტურის დამს. მუშაკის წოდება. მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.