გელაშვილი ნოდარ ვლადიმერის ძე

გელაშვილი ნოდარ ვლადიმერის ძე (დ. 13. V. 1933, ბორჯომი), მეცნიერი ავტომატიკის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1980), პროფესორი (1986).

1957 დაამთავრა მოსკ. ქიმ. მანქანათმშ. ინ-ტის ქიმ. წარმოების მართვისა და კონტროლის მექან. ხელსაწყოების ფაკ-ტი. 1957–80 მუშაობდა სამეცნ. საწარმოო გაერთიანება „სოიუზის“ სამეცნ.-კვლ. ქიმ.-ტექნოლ. ინ-ტში (ინჟინრად, შემდეგ – განყ-ბის გამგედ), 1981-იდან არის თბილ. მეტროლოგიის საშუალებათა ავტომატიზაციის (ახლანდ. სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის) სამეცნ.-კვლ. ინ-ტის და სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „ისრის“ გენ. დირექტორი. ხელმძღვანელობს მეტროლოგიაში ავტომ. სისტემების ფიზ. კვლევას და ამ სისტემების დამუშავებას. ქიმ. წარმოებაში ახ. უსაფრთხო ტექნოლ. და მოწყობილობის შექმნისა და დანერგვისათვის სხვა სპეციალისტებთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1974).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ვ. ჯავრიშვილი