გელაშვილი ნოე ივანეს ძე

ნ. გელაშვილი

გელაშვილი ნოე ივანეს ძე (10. VIII. 1932, სოფ. წაღვლი, ხაშურის მუნიციპ-ი, ‒ 2002, თბილისი), პედაგოგი. პედ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1991).

1955 თსუ ფიზ. ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საშ. სკოლის მასწავლებლად. მეცნ. კანდ. ხარისხის მოპოვების (1964) შემდეგ ასწავლიდა თბილ. უმაღლეს სასწავლებლებში. 1975‒2002-იდან მუშაობდა საქართვ. ტექ. უნ-ტის ფიზ. კათედრის გამგის მოადგილედ. იკვლევდა უმაღლესი სკოლის პედ. და სწავლების მეთოდიკის საკითხებს. 1995 აირჩიეს საქართვ. პედ. მეცნ. აკად. წევრად.

თხზ.: ამოცანები და სავარჯიშოები ზოგად ფიზიკაში (დამხმარე სახელმძღვანელო), თბ., 1976; უმაღლეს სასწავლებლებში ფიზიკის სწავლების მეთოდიკის საკითხები, თბ., 1979; ზოგადი ფიზიკის სწავლების მეთოდიკა (ელექტროობა და მაგნეტიზმი), თბ., 1983; ზოგადი ფიზიკის სწავლების მეთოდიკა (მექანიკა, მოლეკულური ფიზიკა და თერმოდინამიკა), თბ., 1985.