გელაშვილი სიმონ გიორგის ძე

ს. გელაშვილი

გელაშვილი სიმონ გიორგის ძე (დ. 15. XI. 1954, სოფ. იკოთი, ახალგორის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი, სტატისტიკოსი.

ეკონ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფ. (2000). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1977). ეკონ. მეცნ. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაცია დაასრულა პოტსდამის უნ-ტში (გერმანია) 1998. მუშაობდა საქართვ. ცენტრ. სტატისტ. სამმართველოში უფრ. ეკონომისტად, წამყვან ეკონომისტად, განყ-ბის უფროსად (1977–91); საქართვ. სტატისტ. სახელმწ. კომიტეტში – სამმართველოს უფროსად (1991–93), თავ-რის ეკონ. მრჩევლად (1993–98). იყო საქართვ. სტატისტ. სახელმწ. დეპარტამენტის სამეცნ.-ინფორმაციული ცენტრისა (1999–2000) და სტატისტ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი (2001–05). საქართვ. პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართვ. ეროვნ. ბანკის საბჭოს წევრად (2005–12). არის საერთაშ. სტატისტ. ინ-ტის წევრი (1997-იდან), თსუ-ის ეკონ. და სოც. სტატისტ. კათედრის ხელმძღვანელი (2006-იდან); ბრანდენბურგ-საქართველოს საზ-ბის წევრი (2007-იდან), საქართვ. სტატისტიკოსთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (2011-იდან). 2018 წ. ივნისში საქართვ. პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართვ. სტატისტ. ეროვნ. სამსახურის საბჭოს წევრად.

გ-ის კვლევის ძირითადი სფეროა სტატისტიკური პროგნოზირების თეორია და მეთოდოლოგია. მიღებული აქვს ღირსების მედალი (2002) და ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2015).

თხზ.: სტატისტიკური პროგნოზირება თანამედროვე ბიზნესში, თბ., 2012; სტატისტიკური პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში, თბ., 2017; Einführung in der Statistischen Modellierung und Prognose, Universität Potsdam, 2007; Petersen Hans-Georg, Gelaschwili Simon, Nachhaltige Finanz und Sozialpolitik in Georgien, Universitätsverlag Potsdam, 2008.