გელაძე თინათინ შალვას ასული

თ. გელაძე

გელაძე თინათინ შალვას ასული (დ. 1. VII. 1921, თბილისი), ნევროპათოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1977), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1981).

1942 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში, სადაც 1947–58 იყო კლინიკური ელექტროფიზიოლ. ლაბორ. ხელმძღვანელი. 1958-იდან მუშაობდა კლინიკური და ექსპერ. ნევროლოგიის ინ-ტში. 1968–84 ხელმძღვანელობდა კლინიკური ელექტროფიზიოლ. ლაბორატორიას, 1984-იდან იყო რესპ. სამეცნ.-პრაქტ. ეპილეპტოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. გ. შეისწავლიდა ეპილეფსიის ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკასა და მკურნალობას. 1982 ეპილეფსიის პრობლემის შესწავლაში დიდი ღვაწლისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. 1994 აირჩიეს საქართვ. სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკად. წევრად.

თხზ.: Эпилепсия, М., 1977 (თანაავტ. П. М. Сараджишвили); Принцип монотерапии при эпилепсии, კრ.: Клиника и лечение эпилепсии. Сборник научных трудов Ин-та клинической и экспериментальной неврологии им. Акад. П. М. Сараджишвили, Тб., 1986; Некоторые проблематичные вопросы медикаментозного лечения эпилепсии, Саранск, 1987.