გელგელუკის ჭა

გელგელუკის ჭა, კარსტული ჭა გაგრის ზონაში, არაბიკის კირქვულ მასივზე, გელგელუკის ტროგული ხეობის ზემოთში, 2200 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია მონოკლინურად დახრილ ზედაპირულ კირქვებში. წარმოადგენს ვერტ. ჭებისა და მათი შემაერთებელი ძლიერ დახრილი ვიწრო და მაღალი დერეფნების სისტემას; სხვადასხვა დონეზე გამოეყოფა განშტოებები. მიწისქვეშ გაედინება ძლიერ მერყევი რეჟიმის მქონე ნაკადული. გამოკვლეული ნაწილის სიღრმეა 162 მ, ჯამური სიღრმე – 560 მ, მოცულობა – 84000 მ³. ვარაუდობენ, რომ გ. ჭ. მის მახლობლად მდებარე ილიუხინის სახ. კარსტული მღვიმური სისტემის შემადგენელი ნაწილია.

ლიტ.: Дублянский В. Н., Тинтилозов З. К., и др., Крупные карстовые полости СССР, т. 3, Киев, 1987.

ზ. ტატაშიძე (ტინტილოზოვი)