გელდიაშვილი ნადეჟდა ვასილის ასული

ნ. გელდიაშვილი

გელდიაშვილი ნადეჟდა ვასილის ასული (5. VII. 1912, გორი, – 11. X. 1969, იქვე), საქართვ. დამსახურებული მასწავლებელი (1958).

დაამთავრა სას.-სამ. ტექნიკუმი (1931), თსუ ბიოლ. ფაკ-ტი (1941), დაუსწრებლად – გორის პედ. ინ-ტის გეოგრ. ფაკ-ტი (1951). 1934–69 გორის №11 საშ. სკოლაში მუშაობდა გეოგრ. მასწავლებლად, ერთდროულად, 1950–69 – პროფკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე იყო. სოციალ. შრომის გმირი (1968). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: ურჯუმელაშვილი ვ., ნადია გელდიაშვილი, თბ., 1970.

ა. სამადაშვილი