გელოვანი ნანი არჩილის ასული

ნ. გელოვანი

გელოვანი ნანი არჩილის ასული (დ. 8.III.1961, გურჯაანი), აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, სამართლისმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის (1983) და საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტები (1995).

1985–2011 მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ისტორიის განყ-ბის უმცროს, მთავარ მეცნიერ თანამშრომლად. 1992–2007 იყო თბილისის აზიისა და აფრიკის ინ-ტის მოწვეული დოცენტი და პროფესორი, იმავე წლებში – საქართვ. ღია ჰუმანიტარული უნ-ტის პროფესორი და პრორექტორი სასწავლო დარგში. 2005–06 –თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის აღმ. ისტორიის კათედრის პროფესორი, 2006–21– თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ასოცირებული პროფესორი, 2021-იდან – ამავე ინ-ტის პროფესორი. 2010–18 იყო თსუ-ის სენატის (წარმომადგენლობითი საბჭოს) წევრი. 2014–15 მიიღო წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება. არის მრავალი საერთაშ. ფორუმის მონაწილე, 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. 4 მონაგრაფიისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი (თანაავტორი).

თხზ.: ქალი ისლამში (VII–X სს), თბ., 2005. ქალი ისლამში (X–XVI სს), თბ., 2018; თბილისის მუსლიმური თემი (1801–1917), თბ., 2021.