გენდუში

გენდუში, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ჭრებალოს თემი), მდ-ების ლაჯანურისა და ასკისწყლის წყალგამყოფის – გორმაღლის ქედის სამხრ.-აღმ. კალთაზე, ასკისწყლის ხეობაში. ზ. დ. 920 მ, ამბროლაურიდან 22 კმ. 27 მცხ. (2014).

გვიანდ. ფეოდ. ხანაში გ. შედიოდა ლეჩხუმში. XVIII ს. 60-იან წლებში კაცია II დადიანმა გ-ის ყმა-მამული ლეჩხუმის საირმის მონასტერს შესწირა. გ. მოხსენიებული აქვს გერმ. მოგზაურ ი. გიულდენშტედტს. ფეოდ. ხანიდან შემორჩენილია გელოვანების საგვარეულო ციხესიმაგრისა და სასახლის ნანგრევები. მრავალსაუკუნოვანი ცაცხვის ხე.

თ. ბერაძე